“გოგი წულაია აღარ ჩანს, დაიკარგა, ჯერ-ჯერობით არ ჩანს, მაქსიმალურად ვმუშაობთ, მთავარი გზები გადათხრილი გვაქვს და არ ჩანს, მე მეშენია არ გადავაბეტონოთ” – ასე უპასუხა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ იუმორისტული გადაცემის “ღამის შოუ” წამყვანს გიორგი გაბუნიას კითხვაზე, რა დაკარგეთ ასეთი ბატონო გიორგი, რომ გადათხარეთ მთელი ქალაქი?
გიორგი ჭიღვარიამ ასევე თქვა რომ ქუთაისში სამშენებლო ტექნიკის ხმა ისმის და 2-3 თვეში ყველა პროექტი დასრულდება.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადაცემის “ღამის შოუ” სტუმარი 26 ივლისს იყო.