“ეს ხიდი, ეკატერინე ჭავჭავაძეს, ალექსანდრე მეორემ პარიზიდან გამოუგზავნა, რომელიც მდინარე ცხენისწყალზე გადეს 1898 წელს ნიკო დადიანის თაოსნობით. ის ფაქტი რომ კონსტრუქცია პარიზიდანაა და შესაძლებელია ეიფელის ქარხანაშია დამზადებული, საერთოდ არ არის საკამათო… თუმცა ეს კვლევა ერთ წელზე მეტია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით წინა წლის თებერვალში მივმართე, რათა ცნობიერების გაზრდის მიზნით აქ დამონტაჟდეს ბანერი, თუმცა დღემდე ველოდები.
დღეს კი ეს სურათი დამხვდა. ეს არ არის ვანდალიზმი, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა შენივე რაიონში, შენსავე ისტორიის ნაწილს ანადგურებ. სიტყვებს ვერ ვპოულობ, სახელს ვერ ვუძებნი ამ დანაშაულს, დანაშაულს თაობების წინაშე
