დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა სამხედროებმა რუს აგრესორებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, – ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესსამსახური იუწყება.
„მოკავშირეთა ძალების დახელოვნებული მოქმედებებისა და ოსტატობის წყალობით, ამ დროისთვის მტრის 7 თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს.
ამრიგად, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 7 ტანკი, 6 საარტილერიო სისტემა, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 თვითმფრინავი, დაიღუპა 100-მდე ოკუპანტი“, – წერია განცხადებაში.










