LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისში ცხოველთა თავშესაფრის პროექტირება მიმდინარეობს

დაპოსტა 2019/10/28-ში
254
ნახვა
გაზიარება

ქვეყნის მასშტაბით ცხოველთა თავშესაფრების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. სწორედ ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ცხოველთა თავშესაფრების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს.

„პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, ხოლო გორის თავშესაფრის მშენებლობაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო რაც შეეხება რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის თავშესაფრებს, მიმდინარეობს პროექტირება. საპროექტო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. რაც შეეხება მშენებლობას, თავშესაფრების განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან, რათა დროულად მოხდეს დანარჩენი თავშესაფრების მშენებლობაც.

ცხოველთა ყველა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყნის ექვს მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ თანამედროვე, ძალიან კარგი დროებითი საცხოვრებელი“, – აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: ქუთაისიცხოველთა თავშესაფარიძაღლებიძაღლების თავშესაფარი
გაზიარება123

დაკავშირებული -პოსტები

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
22
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
106
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
21
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

წიწაკის სპრეის იმპორტი და შეძენა ნებართვას დაექვემდებარება – ცვლილებები „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება, პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 20, 2025
36
მთავარი

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება და ა.შ. - მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება - პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ,...

დაწვრილებითDetails

21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს

ნოემბერი 20, 2025
80
მთავარი

ზუგდიდში, 21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ორივე პირი, მამამთილი და მისი შვილი, გუშინ დააკავეს. რაც შეეხება თავად...

დაწვრილებითDetails

ვაფასებთ დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
11
მთავარი

ჩვენ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებას ვაფასებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ოპოზიცია – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 20, 2025
11
მთავარი

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
16
მთავარი

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოში განვითარებული მოვლენებით...

დაწვრილებითDetails

„მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე“ – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენზე

ნოემბერი 20, 2025
15
მთავარი

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. „გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».