LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა უმნიშვნელოვანესი გზავნილი გაუგზავნა პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს – ნესტან კირთაძე დუმილს არღვევს

რა უმნიშვნელოვანესი გზავნილი გაუგზავნა პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს – ნესტან კირთაძე დუმილს არღვევს

დაპოსტა 2019/10/28-ში
A A
417
ნახვა
გაზიარება

პოლიტიკოსი, პროფესორი ნესტან კირთაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის განცადებას ეხმაურება და  სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე საუბრისას პატრიარქთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების დეტალებს იხსენებს.

როგორც კირთაძემ “ვახო სანიას დღის ამბებში” განაცხადა, ილია მეორემ ივანიშვილთან ხუთი ძირითადი გზავნილი დააბარა.

“ერთი ექსკლუზივი მინდა თქვენს ეთერში და თქვენს გადაცემაში გავაკეთო. როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა და როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ხვალ, ამა და ამ საათზე შეხვდება ნესტან კირთაძეს. ამ დროს, საღამოს მე ვიყავი კათოლიკოს-პატრიარქთან ტრაპეზზე. ჩვენ არ ვიყავით მარტო და ამას ესწრებოდა კიდევ რამდენიმე ძალიან გავლენიანი მღვდელმთავარი და უწმინდესმა უცებ შეწყვიტა ტრაპეზი, ბოდიში მოიხადა მეუფეების წინაშე და თქვა, რომ ქალბატონ ნესტანთან ერთად, ჩვენ კაბინეტში გადავინაცვლებთ, ვინაიდან რაღაც სასწრაფო საქმე გვაქვს დასასრულებელი. უწმინდესმა რამდენიმე გზავნილი დამაბარა ბიძინა ივანიშვილთან. ეს, დაახლოებით, იყო ხუთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი.

როდესაც მე მივედი “შუშების სასახლეში” ბიძინასთან სტუმრად და ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რა თქმა უნდა, დავიწყე პატრიარქის გზავნილებით. რა შინაარსი დევს ძირითად პოსტულატებში, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ეს სამ ადამიანს შორის მომხდარი და განდობილი ინფორმაცია გახლავთ… ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ხუთივე გზავნილი ეხებოდა საქართველოს ერთიანობას, მის მთლიანობას, მის მომავალს. როდესაც მე დავასრულე საუბარი ბიძინასთან, მე მას ვუთხარი – გისურვებთ-მეთქი წარმატებებს, მაგრამ არ ვისურვებდი-მეთქი არასოდეს, რომ მე ოდესმე დამჭირდეს რომელიმე ტელესტუდიიდან თქვენ ხმამაღლა შეგახსენოთ ჩვენი უწმინდესის ეს გზავნილები.

მე ვფიქრობ, რომ დადგა ეს დრო, როდესაც მე მას უნდა ვუთხრა და თქვენის ნებართვით, მე მას ვეტყვი აუცილებლად პირდაპირ და შევახსენებ ჩვენს ამ საუბარს… პირველი გზავნილი, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა – არასოდეს მოატყუოთ ქართველი ხალხი, არასოდეს მოატყუოთ ადამიანები და გახსოვდეთ, რომ დაპირდით იმდენი, რის გაკეთებასაც შეძლებ და ჩვენი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, აგირჩევენ თუ არა თქვენ სამომავლოდ. ეს ფრაზა მინდა გაიხსენოს ბიძინამ. მე, ყოველ შემთხვევაში, შევახსენე მას ეს ფრაზა. მე ასევე მინდა ვუთხრა მას – თქვენ მოატყუეთ საქართველო, თქვენ მოატყუეთ ყველა ადამიანი პერსონალურად და ეს არის მზაკვრული ტყუილი, დანაშაულის დონეზე ჩაიდინეთ თქვენ, ქართველი ხალხის მრავალეთნიკური საქართველოს მოსახლეობის მოტყუება და რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, ტკივილიანია ჩემი ფრაზები, როდესაც მე წლების შემდეგ, მიწევს ამაზე საუბარი… დადგება დანარჩენი ოთხი პუნქტის გახმოვანების დროც”, – განაცხადა ნესტან კირთაძემ “ვახო სანაიას დღის ამბებში”.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგზავნილიილია მეორენესტან რირთაძეპატრიქარი
გაზიარება205

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...

დაწვრილებითDetails

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს -მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.   ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.   „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს, 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

“პატარა სიცოცხლე, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
“პატარა სიცოცხლე, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში პატარა გოგონას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.   „მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცვლება ფერი....

დაწვრილებითDetails

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს, შესაძლოა, მოგიწიოთ საკუთარი ნაკლოვანებებისთვის მეტი ყურადღების დათმობა, მეტად მოთოკეთ საკუთარი ემოციები და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ დაკარგოთ ავტორიტეტი სხვების თვალში. კურო ნუ იქნებით იმპულსური და აგრესიული, რათა...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 754 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.16%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. როგორც სუს-ის უფროსის პირველმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"