ტვ პირველის ინფორმაციით, ქართველები რუსებისთვის ყალბ კოვიდ პასპორტებს ამზადებენ. იმისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარის კვეთისას რაიმე დისკომფორტი არ შეექმნათ ქართველებმა ახალი სქემა მოიფიქრეს და ყალბ კოვიდ პასპორტებს ამზადებენ. აცრის დამადასტურებელი ყალბი ცნობა 300 ლარი ღირს. რუსეთის მოქალაქეები ოთხ დღეში მათთვის სასურველი ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს იღებენ.
ერთ-ერთ ტელეგრამ არხში აღმოვაჩინეთ, მითითებულია ვაქცინები. პირად შეხვედრაზე არ თანხმდება მხოლოდ ბიტკოინითაა გადარიცხვები”, – ამბობს მოქალაქე, რომელმაც ტელეგრამ არხზე თაღლითური სქემა აღმოაჩინა.