„დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით, დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს.
ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ. როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, აღვადგინოთ ეკონომიკა. უკვე არსებობს შეთანხმება უკრაინას რეკონსტრუქციისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და ეს მხოლოდ პირველი გადაწყვეტილებებია.
ისეთ ზარალს ვაყენებთ დამპყრობლებს, რაც მას არასოდეს უნახავს თავის ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი . რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ მიზნებს, მაგრამ მიაღწია თითქმის 10 ათას დაღუპულს. საშინელებაა, ესენი არიან 18-20 წლის ჯარისკაცები, თითქმის ბავშვები, რომლებსაც ვერც კი აუხსნეს , რის გამო მიდიოდნენ საბრძოლველად და რატომ არიან უცხო მიწაზე. რუსეთს შეეძლო მათთვის სიკვდილის გარდა სხვა რამ მიეცა.
ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმებამ იმუშაოს. ეს არის დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა უფრო შორს წასვლა მოლაპარაკების პროცესში“.