LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
11 ადგილი, რომელსაც მხოლოდ საქართველოში ნახავთ – Nationalgeographic

11 ადგილი, რომელსაც მხოლოდ საქართველოში ნახავთ – Nationalgeographic

დაპოსტა 2019/10/26-ში
A A
709
ნახვა
გაზიარება
ზღვის სანაპიროებით, მთებით, ტბებით და ისტორიული ნანგრევებით უნიკალური ქვეყანა – ასე ახასიათებს nationalgeographic საქართველოს და მოგზაურებს მის მონახულებას ურჩევს.

11 ადგილი საქართველოში, რომელსაც გამოცემა Nationalgeographic მოგზაურებს მოსანახულებლად ურჩევს ასე გამოიყურება.

კაცხის სვეტიკაცხის სვეტი 40 მეტრის სიმაღლის კირქვის სვეტია, რომლის წვერზეც მონასტერი მდებარეობს. სვეტი ჭიათურაში სოფელ კაცხში მდებარეობს, მონასტერი მე-8 მე-9 საუკუნით თარიღდება. მასზე ასვლა მხოლოდ ვიწრო რკინის კიბითაა შესაძლებელი.

მცხეთის ისტორიული ძეგლები
ეს მისტიკური ქალაქი ქვეყნის სულიერი გულია. საქართველოს ყოფილი დედალაქი თბილისთან ახლოს მდებარეობს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქ მეორე უდიდესი ტაძარი სვეტიცხოველი მდებარეობს. ძეგლი მე-4 საუკუნეში აიგო, თუმცა შემოსევების შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა იერსახე.

ხედი ჯვრის მონასტრიდან
ჯვრის მონასტერი მნიშვნელოვანი ძეგლია, ხედი კი საკმაოდ სანახაობრივი. შენობა ნაგებობების კომპლექსი სხვადასხვა პერიოდში აშენდა. ჯვრის მონატრიდან შეგიძლიათ მცხეთას გადმოხედოთ, ასევე ნახოთ მდინარეები მტკვარისა და არაგვის შესართავი.

ვარძია
მე-12 საუკუნით დათარიღებული კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი,  რომელიც შესაძლოა იუნესკოს სიაში შევიდეს. ვარძია მრავალსართულიანი ანსამბლია, რომელიც 500 მეტრზეა გაშლილი, ქვაბულები იარუსებადაა განთავსებული. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი. აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი გვხვდება. ერთიანი სისტემით აქ 19 იარუსია.

უფლისციხე
ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი 8 ჰექტარს მოიცავს, თავისი გამოქვაბულებით, საცხოვრებელი სახლებით, კუპეებით და ვიწრო ქუჩებით. არქეოლოგებმა ქალაქი 1957 წელს აღმოაჩინეს.

უძირო ტბა
რაჭის მაღალმთიან რეგიონში ულამაზესი ტბა მდებარეობს. ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს. აქედან კავკასიონზე ულამაზესი ხედი იშლება.

ანანურის კომპლექსი
ანანურის კომპლექსი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ანანურის ციხემ უამრავი ბრძოლა გადაიტანა. ციხეებისა და ეკლესიების ანსამბლი მე -13 საუკუნით თარიღდება.

ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ერთ-ერთია რის გამოც თბილისს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. თეატრი 1851 წელს გაიხსნა და ის ერთ-ერთი უძველესი შენობაა აღმოსავლეთ ევროპაში.

„გადაჭრილი“ გორა
ე.წ „გადაჭრილი“ გორა ნეოლითური სოფელია. ითვლება, რომ მსოფლიოში პირველ ღვინოს სწორედ აქ ამზადებდნენ. კერამიკის ფრაგმენტები, სადაც ღვინის ნარჩენებია, 8 ათასი წლით თარიღდება.

მშვიდობის მონუმენტი
სტეფანწმინდის მიმართულებით სამხედრო გზაზე ეს ძეგლი 1983 წელს აიგო. ის გეორგიევსკის ტრაქტატსა და საქართველო-რუსეთის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნა. მონუმენტი გზიდან მოშორებით ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს, საიდანაც ხეობასა და მთების მასივზე საოცარი ხედის ნახვა შეგიძლიათ.

ჭიათურის საბაგირო
1800-იან წლებში ჭიათურა საქართველოს მანგანუმის სამთო-ქალაქი იყო. მაღაროელები კი საბაგიროს გადაადგილებისთვის იყენებდნენ. საბაგიროები დღემდე გამოიყენება.

თეგები: მოგზაურობასაქართველოუძირო ტბაყაზბეგიჭიათურა
გაზიარება307

დაკავშირებული -პოსტები

მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მეუფე იობი

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით - მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ქუთაისში – რა არის ცნობილი ამ დროისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
აფეთქება ქუთაისში – რა არის ცნობილი ამ დროისთვის
მთავარი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭაძის 50 ნომერში დღეს დილით აფეთქება მოხდა. კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა. როგორც ცნობილია, ასაკოვანი ქალი სახლში გაზის გამათბობელის ჩართვას ცდილობდა, რა...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ქუთაისში, 5-სართულიანი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა  - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ცნობილია, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია - ოფიციალური ინფორმაცია ამის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა
მთავარი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა. 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია. "საშინელი აფეთქების ხმა იყო და საშინელი გაზის სუნია ყველგან. გაზი ჟონავდა და აფეთქდა! ეს არის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

21 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა. კრება წმინდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა წმინდათა უხორცოთა ზეცისა ძალთა, მთავარანგელოზთა: რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, იეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა. ამ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაულიცაა. ეს არის:...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
მთავარი

76 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. გოჩა მაჩაიძე 1950 წლის 21 ივნისს ამბროლაურში დაიბადა. თამაშობდა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე....

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქალაქ ბათუმსა და ქედის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

“დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა” – პატრიარქი

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, სრულიად საქართველოს. შიო მესამე წერილში აღნიშნავს, რომ ტკივილის შესამსუბუქებლად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"