გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს. როგორც ცნობილია, ძეგლი ახალი დადგმულია, თუმცა ვისი იდეით მოხდა მისი დამონტაჟება, ამ დრომდე უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძეგლი მათი იდეითა და სურვილით დაიდგა, ამ დროისთვის კი მისი მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
უცნობია, ჰქონდათ თუ რა ადგილობრივებს შესაბამისი უწყებიდან ქანდაკების დადგმის ნებართვა. ფაქტის შესახებ ადგილობრივ მერიაში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
წყარო:https://rustavi2.ge/