ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა – მანამდე თემო ხასიამ დმანისში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით Facebook-ზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:
“ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს”
მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, საჯარო მოხელემ პოსტი წაშალა:
“მეგობრებო, ბოდიშს ვიხდი უხერხული ხუმრობისთვის. გაუცნობიერებლად მომივიდა. იმედია სწორად გამიგებთ”.
რამდენიმე საათში, ხასიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებაც გაავრცელა ფეისბუქპოსტი. საბოლოოდ, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის გადამდგარმა დირექტორმა ფეისბუკი საერთოდ გააუქმა.










