კომპანია „მასდარი“ საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებას გეგმავს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას და ამ მხრივ, მიესალმება კომპანია „მასდარის“ ინტერესს, საქართველოს მზის ელექტროსადგურის პროექტი განახორციელოს.
ინფორმაციისთვის, კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთ წამყვან კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ 2021წლის 29 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და კომპანია „მასდარს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ეხება მზის ელექტროსადგურის პროექტის ერთობლივ განვითარებას.









