მთაწმინდაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სკუტერით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.