“ხაშურში თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსი რამოდენიმეჯერ ამოტრიალდა
დაშავებულია თხუთმეტადე ადამიანი
დაშავებულები ამ წუთებში გადაყავთ კლინიკებში
“- ინფორმაციას Samegrelo New Ambep Samargaloshe ავრცელებს.
თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა.
მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ზოგიერთს ტვინის შერყევა აქვს მიღებული. განსაკუთრებით საყურადღებოა 3 მგზავრის მდგომარეობა.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდოდ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.