“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან”,- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მანამდე კი პოლიტიკოსმა სიტყვით ისარგებლა და წარდგენილი ბრალის აბსურდულობაზე ისაუბრა.
მე ვარ ადამიანი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე, მე ვარ ადამიანი, რომელმაც პოლიცია გამოიძახა, როცა ჩვენ ოფისს თავს დაესხნენ. ვასილ ბალახაძე რუსთავში არის “ქართული ოცნება” და ბალახაძეს და ” ქართულ ოცნებას” გასცა ამომრჩეველმა პასუხი ამ ინცინდენტიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე. მმართველ პარტიას განაჩენი რუსთავის ამომრჩეველმა გამოიტანა და არჩევნები წააგო. რაც არ უნდა გირაო, აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოთ, თქვენი, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლების დღეები დათვლილია. თქვენ “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული ხართ. ხელფასებს იღებთ ჩვენგან, ამ ადამიანებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად უძვირებთ ცხოვრებას და ულახავთ ღირსებას. ჩვენ დავიცავით ეს ღერსება და მომავალშიც იგივეს ვიზამთ. არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და მოსმენას, რაც აქ მოხდება. ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი, ამის ნათელი დასტურია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები.










