Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი, 5199 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა.დადებითობის დღიური მაჩვენებელი 17,28%-ია, ბოლო 14 დღის – 11,98%, ბოლო 7 დღის – 14,32%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 041 749 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 956 627, გარდაიცვალა 14 673 პაციენტი.