LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს 17 ფილმი უბრუნდება, მათ შორის 1 დაკარგულად ითვლებოდა

საქართველოს 17 ფილმი უბრუნდება, მათ შორის 1 დაკარგულად ითვლებოდა

დაპოსტა 2019/10/24-ში
A A
107
ნახვა
გაზიარება

საქართველოში  17 ქართული ფილმი დაბრუნდება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით  რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან” საქართველოში დასაბრუნებელ ფილმებს შორისაა, დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულ ფილმად მიჩნეული  მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.  ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული.

აღნიშნული ფილმები  1926 წლიდან 1930 წ-მდე პერიოდშია გადაღებული, სიძველის გამო ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად ფილმების შერჩევისას. გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია  შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება,  რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია. ყველა ფილმი „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შეიქმნა (1938 წლიდან „თბილისის კინოსტუდია, 1953 წლიდან „ქართული ფილმი“).

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20 – იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ,  ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.

ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:

  • „მათი სამეფო“  (1928) – რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე;
  • „ხანუმა“ (1926); „ორი მონადირე“ (1927);  „ჯანყი გურიაში“ (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
  •  „გოგი რატიანი“ (1927); „კრაზანა“ (1928); „კომუნარის ჩიბუხი“ – რეჟისორი  კოტე მარჯანიშვილი;
  •  „ბელა“ (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;
  •  „გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;
  •  „იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;
  •  „ნორჩი მფრინავი“  (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე; 
  •  „ქალი ბაზრობიდან“ (1928) – რეჟისორი  გიორგი მაკაროვი;
  •  „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი;
  •  „ჩემი ბებია“  (1928 -ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძი;
  •  „საბა“ (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
  •  „მონანიება“ (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე;

აღსანიშნავია, რომ  „მონანიების“  ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმდა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა. „გოსფილფოფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას მოგვცემს. (სექცია Cannes Classics 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა. 2019 წელს, აღნიშნულ სექციაში, 55 წლის შემდეგ პირველად ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი” იყო ნაჩვენები).

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი“ საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.

„გოსფილმოფონდი“ მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების ხუთეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება. ფილმსაცავში ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული.

 

 

გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

დაკავება ქუთაისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
დაკავება ქუთაისში  პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, დაკავებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ურეკში დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
ცნობილია ურეკში დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ურეკში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მარნეულის სოფელ აღმამედლოს მკვიდრი, 21 წლის ელნურ ნაბიევია – ინფორმაციას ადგილობრივი მედია Marneuli News Ge ავრცელებს. შემთხვევა ურეკში გუშინ მოხდა. 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, ოთხივე...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ გადაარჩინა ქალი, რომელიც მერვე სართულიდან გადახტომას ცდილობდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან, ახალგაზრდა ქალი გადახტომას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. მაშველებმა ადგილზე გაშალეს ე.წ. ბატუტიც. ქალის სამაშველო...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. უწყების ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის,...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მცირე ნალექია...

დაწვრილებითDetails

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და ნაყოფიერი იქნება. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა გაგიჩნდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ.   კურო ფინანსური საკითხები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. კარგი დროა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"