ფაბიო კანავარო შესაძლოა პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ იტალიელ სპეციალისტს ევროპაში აქამდე არასდროს უმუშავია. ბოლოს ჩინური „გუანჯოუს“ თავკაცი იყო. პოლონეთის ნაკრებს კი წინ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფი ელოდება, რომლის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებს 24 მარტს დაუპირისპირდება.
გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ – საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა
გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ - საკრებულოში სიტყვის გამოსვლისთვის მისული შუქრუთის პროტესტის მონაწილე გარდაიცვალა - ინფორმაციას ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს. "ძალიან მძიმე ამბავი მოხდა გუშინ ჭიათურაში... სოფელ შუქრუთიდან რამდენიმე ადამიანი...









