ფაბიო კანავარო შესაძლოა პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ იტალიელ სპეციალისტს ევროპაში აქამდე არასდროს უმუშავია. ბოლოს ჩინური „გუანჯოუს“ თავკაცი იყო. პოლონეთის ნაკრებს კი წინ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფი ელოდება, რომლის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებს 24 მარტს დაუპირისპირდება.
გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...










