LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ია ნანეიშვილი

37 წლის ასაკში კიდევ ერთი ნიჭიერება წაიყვანა უფალმა თავისთან

დაპოსტა 2021/12/29-ში
A A
12.1k
ნახვა
გაზიარება
კიდევ ერთი ნიჭიერება წაიყვანა უფალმა თავისთან. ????
37 წლის ასაკში, ყველასათვის საყვარელი პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა. ? უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული ია. ??????  – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება 
ნახეთ პოეტის შემოქმედება
წელი, რომელიც მოვა, სიმშვიდის იყოს ღმერთო!
დაე, აგვიხდეს, ის რაც, გულით გვინდა და ვერ გთხოვთ.
წყალობა მიეც ყველას, ვინც მუხლმოდრეკეით შეგთხოვს,
ჯანის სიმრთელე მიეც, ვინც ამ სიცოცხლეს ვერ თმობს… 

წელი რომელიც მოვა, სიკეთის იყოს ღმერთო!
ყველა ოჯახის კარზე, იღბლის სანთელი ენთოს.
ავადმყოფსა და უძლურს, ჰქონდეს წყალობა უფლის,
სულ ყველა შეჭირვებულს, საშველი გულით ეგრძნოს! 

წელი, რომელიც მოვა, იმედის იყოს ღმერთო!
და ჩვენს შვილებსაც ამ წლით, წარმატების გზით ევლოთ.
არ იყოს დარდი, ცრემლი, არც მწუხარების წვეთი,
და რომ ცხოვრება ტვირად არ გადაგვექცეს შემდგომ… 

წელმა, რომელიც მოვა, ამოასუნთქოს ერი!
ამდენი დარდით მძიმე, გაწამებული თმენით…
ხარება იყოს ყველგან და სიხარულის ხმები,
გამრავლებული იყოს, ჩვენი ფუძე და ჭრი! 

დამარცხებული გვყავდეს, ჩვენი ოჯახის მტერი,
არ ჩამოვარდეს არვის, თმიდან წუხილის ღერი…
იყოს სიცოცხლის რწმენა, უფლის წყალობის ფერი,
წელი რომელიც მოვა, იყოს სინათლის მფენი! 

ბედნიერება იყოს: ჩემი! შენი და მისი!
აღარ ჩაგვედოს გულში, შური და ბოღმა სხვისი…
არ მოგვცემოდეს წყენა, ან და საბაბი მისი…
რაც გაგვიხდება შემდგომ, მიზეზი ღმერთის რისხვის… 

ჩვენს კართან არ გაევლოს, მწუხარებას და სირცხვილს!
ბედნიერება იყოს ყველა ოჯახის მეკვლე!..
სიყვარულისწილ იშვას, სულ ყველას გულში ფიქრი,
სიყვარულია ღმერთი, ღმერთი ყველაფრის შემძლე!!! 

………….. 

ამ გულმა დათმობა არ იცის,
არასდროს არ იტყვის – “არაო!”…
ვერაფრით ვაძალებ – “გაჩუმდი!”…
ვერაფერს ვუკრძალავ – “კმარაო!”…
ეჰ, გულო, ნეტავი ვიცოდე –
საიდან ამდენი ძალაო?!
 

………….. 

არ გამიშვა ხელი, თორემ, წავიქცევი,
მერე ვეღარ დავბრუნდები უკან…
ნაწილ-ნაწილ, ნაკუწ-ნაკუწ დავიშლები,
ჩამიკარი სულთან ახლოს, გულთან… 

არ გამიშვა, თორემ ღამე მომერევა,
აირევა საყვედური პულსთან.
ყელზე ცივი უშენობა მომეხვევა,
დამიძახე, ჩემი სულის თუ ხარ! 

ზაფხულივით გაილევა დღეები და,
გაშიშვლდება გაფოთლილი მუხაც.
შემინახე ერთი ცალი მზეებიდან,
დაისისკენ მიმავალი თუნდაც… 

არ გამიშვა, შემახსენე რომ გიყვარვარ,
თორემ დარდი აყვავდება გულთან.
შენი მზერა დამადევნე ნიავივით,
სადაც წავალ, მომყვებოდეს სულ თან… 

დამაბრუნე, თუკი წასვლამ მომიწია,
თუ ვიდგები შენი გულის ზღურბლთან…
არ გამიშვა ხელი თორემ, დავიბნევი…
ჩამიკარი სულთან ახლოს გულთან!

გაზიარება4838

დაკავშირებული -პოსტები

ეროვნული გამოცდები იწყება

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი
მთავარი

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.   „მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ...

დაწვრილებითDetails

დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან – რობინ დანიგანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას – რობინ დანიგანი
მთავარი

რობინ დანიგანი - დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან....

დაწვრილებითDetails

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების...

დაწვრილებითDetails

“შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და „ბლატაობ“? ” – ალუდა ღუდუშაური

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
“ცოლი ორჯერვე ნიუ იორკში ამშობიარა”-წერს თომა რუსტიაშვილი
მთავარი

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

” აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ?” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება...

დაწვრილებითDetails

რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"