პროფესორი ოთარ ჩხეიძე გარდაიცვალა-ინფორმაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორის, ოთარ ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
ოთარ ჩხეიძის მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 1986-2006 წლებში იგი იყო გეოგრაფიის დეპარტამენტის დოცენტი, 1992-2006 წლებში ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის კათედრას, ხოლო 2006 წლიდან გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი გახლდათ. 2024 წელს მას უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება მიენიჭა.
პროფესორი ოთარ ჩხეიძე იყო გამორჩეული მეცნიერი და მკვლევარი გეოგრაფი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში, ისე მრავალი თაობის პროფესიულ და პიროვნულ აღზრდაში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს. -ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში .









