ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით ქუთაისის აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე, მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისივე თქმით, წყალტუბო უნდა გამხდარიყო მარაკეშზე უკეთესი.
“ამჟამად ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით მისი აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე. მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი.
წყალტუბო უნდა გამხდარიყო მარაკეშზე უკეთესი და ქუთაისიდან უნდა გაკეთებულიყო მოკლე გზა გვირაბით სვანეთამდე, სადაც წელიწადში 2 მილიონი ტურისტი ჩავიდოდა ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტებზე, მაგრამ მედროვეების პირობებში რაც შევძელი, ისიც სასწაულად მეჩვენება.
გვჭირდება ახალი არა კონფორმისტი ხალხი და ბევრად უფრო მეტს შევძლებთ”, – წერს სააკაშვილი.










