ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე მწვანე პასპორტის მინიჭების კრიტერიუმები უცვლელი რჩება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტების კითხვას მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
„ჯერჯერობით მწვანე პასპორტის კრიტერიუმები არ იცვლება. ყველაფერი რჩება ისე, როგორც აქამდე იყო. აქცენტი კეთდება აღსრულების კონტროლზე და იმაზე, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იყოს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.