ოკუპირებულ ცხინვალში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 რუსი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კიდევ ორი დაშავებული სამხედრო სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ზვავი როკის გვირაბის სიახლოვეს ჩამოწვა და სამხედრო ყაზარმები მოიყოლა. არის ვარაუდი, რომ პოსტზე ზვავის ჩამოწოლის დროს მხოლოდ 5 პირი იმყოფებოდა.









