“COVID-19-ის პანდემია გაძლიერებას აგრძელებს და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას ისე, რომ სიცოცხლე შეზღუდვებისა და ჩაკეტვის გარეშე გადავარჩინოთ“, – განაცხადა COVID-19-ზე რეაგირების საკითხებში მინისტრმა, კრის გიპკინსმა.
გასულ თვეში მთავრობამ გამოაცხადა, რომ საერთაშორისო საზღვრებს ეტაპობრივად გახსნიდა, რომლებიც 2020 წლის მარტიდან დახურულია.
ამასთან, ახალ ზელანდიაში დაბრუნებული მოქალაქეები საზღვარზე 48 საათით ადრე ჩატარებული ტესტის პასუხს წარადგენენ. ჩამოსვლისთანავე კი 10 დღით თვითიზოლაციაში გადავლენ.
“ომიკრონის” გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანა ასევე დააჩქარებს რევაქცინაციის კამპანიას, რისთვისაც მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალს შეამცირებს.
ამგვარად, ვაქცინირებული ახალზელანდიელების 82% კორონავირუსის ვაქცინის ე.წ. ბუსტერის მიღებას თებერვლის ბოლომდე შეძლებს.