G7-მა („დიდი შვიდეული“) კორონავირუსის ახალ შტამ “ომიკრონს” გლობალური ჯანდაცვისთვის “ყველაზე სერიოზული საფრთხე“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
“მინისტრები, რომლებიც შემთხვევების რაოდენობის ზრდით ღრმად შეშფოთებული არიან, შეთანხმდნენ, რომ ეს მოვლენები უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველაზე სერიოზული საფრთხე გლობალური ჯანდაცვისთვის.
ახლა მჭიდროდ თანამშრომლობა, მონაცემების მონიტორინგი და გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
ეს იქნება გასაღები სწრაფად განვითარებადი სიტუაციის მოსაგვარებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.
კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს – სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.
კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.