პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ნორვიჩს“ მოუგო.
შეხვედრა „ქეროუ როუდზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.










