LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა არის აგროსესხი და აგრო კრედიტი

რა არის აგროსესხი და აგრო კრედიტი

დაპოსტა 2021/12/09-ში
A A
156
ნახვა
გაზიარება

რა არის აგრო სესხი

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა საქართველოსთვის საუკუნეების მანძილზე მთავარი საქმიანობა გახლდათ, რაც ქვეყნის დამახასიათებელ თვისებადაც იქცა. ინტერესი ამ სფეროს მიმართ ყოველთვის მაღალი იყო, ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთი თავი სწორედ ამ მიმართულებით ეპოვნათ. ეს ფაქტი არც თანამედროვეობაში შეცვლილა და მუდმივად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც დაინტერესებულია ან უკვე ჩაერთო ამ სფეროში. ტექნოლოგიური პროგრესი ამ სფეროს მნიშვნელოვნად დაეტყო, ადამიანები სულ უფრო მეტად ცდილობენ საქმიანობა ავტომატიზირებული გახადონ, აითვისონ სიახლეები და დანერგონ სიახლეები, რაც მოგებას ერთი-ორად ზრდის. მეორე მხრივ, სწორედ ტექნოლოგიურმა პროგრესმა მისცა ბევრ ადამიანს მოტივაცია ამ სფეროში ჩართულიყვნენ.

ახალი საქმიანობის დაწყება ყოველთვის უამრავ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რაც თავის მხრივ სხვადასხვა რისკების შეფასებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. გამომდინარე იქიდან, რომ აგრო სფერო გამორჩეული სფეროა იმით, რომ მოგება ხასიათდება პერიოდულობით, ხოლო მისი მიღება მაშინვე არ არის შესაძლებელი, ამ სფეროში თანხის ჩადება ერთგვარი რისკია, რომლისთვისაც ყველა დამწყები უნდა იყოს მზად. ამასთან ერთად, შეიძლება შესაბამისი რაოდენობის თანხა არ გქონდეთ, ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის არ იყოთ მზად ფინანსურად. ყოველშემთხვევაში თუ ფინანსები გჭირდებათ, არსებობს ალტერნატივები, რომელთაგან ყველაზე კარგია აგრო კრედიტი,რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებელზე.

რა არის აგრო კრედიტი?

აგრობიზნეს სესხი სასოფლო-სამეურნეო სფეროზე მაქსიმალურად მორგებული კრედიტია, რომელიც გაიცემა მხოლოდ ამ სფეროში ჩართული ადამიანებზე. მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე, სესხის აღება მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ამ სფეროში უკვე არსებული ბიზნესის განსავითარებლად ან ახლის დასაწყებად გამოიყენებს ამ რესურსს. აგრო კრედიტის აღება შეგიძლიათ იმ შემთხვევებში, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ნედლეულის შეძენა, სათბურის გაკეთება, საქონლის შეძენა, საქონლის შეძენა, უკვე არსებული საქმიანობისთვის კონკრეტული ტექნიკის შეძენა, განახლებაან ნებისმიერი ისეთი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან.

უპირატესობები

აგრო სესხიმაქსიმალურად მორგებული კრედიტია სასოფლო და სამეურნეო სფეროზე, მისი მთავარი უპირატესობა კი გადახდის მოქნილი გრაფიკიდა მისაღები საპროცენტი პირობებია. ასეთი სახის კრედიტის აღებისას პირველი გადახდა მოგიწევთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსავალს პირველად აიღებთ, ანუ გრაფიკი არ დგება პირველივე თვიდან, რადგან საფინანსო ორგანიზაცეიბს ესმით, რომ ფულადი ინვესტიცია გათვლილია გრძელვადაზე, რომლის მოგება განსაზღვრული პერიოდის მერე დგება.

პირობები

აგრო ბიზნეს სესხი გაიცემა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებზე, ვისაც უკვე შეუსრულდა მინიმუმ 18 წელი. სესხის მისაღებად აუცილებელია ჩართული იყოს ან აპირებდეს ჩართვას აგრო სფეროში. სხვადასხვა ბანკებსა თუ სასესხო ორგანიზაციებში პირობები განსხვავდება, ამიტომ აჯობებს ალტერნატივები განიხილოთ და საუკეთესო ვარიანტი აირჩიოთ. აუცილებელია ბიზნეს გეგმა მაქსიმალური სიზუსტით იყოს გაწერილი და გათვლილი იყოს რისკები, დანახარჯები და სავარაუდო მოგება, რადგან სასესხო განაცხადის განხილვისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნეს გეგმას.

პროცედურა

სესხის აღების პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებულია. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, სასურველი ბანკის ვებ-გვერდზევე, ასევე ფილიალში ვიზიტისას. განაცხადის შევსების შემდგომ, უშუალოდ სპეციალესტებთან მოგიწევთ კომუნიკაცია, ბოლოს კი ოფისში მისვლით საბოლოოდ დააზუსტებთ შეთანხმების ყველა ნაწილს.

 

გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 574 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.18%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

„ელჭექი, სეტყვა…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. „6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მთავარი

დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები სახელმწიფო კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. 2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების, თამარისისა და...

დაწვრილებითDetails

” საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს”- კაია კალასი

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს რეალურ ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების...

დაწვრილებითDetails

თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა
მთავარი

თბილისიდან ზოგიერთი რეგიონის მიმართულებით, მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. რიგ მიმართულებებზე მგზავრობის ტარიფებმა 5 ლარით მოიმატა. არსებული ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის ტარიფების კორექტირება ქვეყანაში საწვავის გაძვირებასთან არის დაკავშირებული. რომელი რეგიონების მიმართულებით გაძვირდა...

დაწვრილებითDetails

კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

აჭარა თაიმსის ინფორმაციით ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა. ადგილზე დაიღუპა კაცი, რომელიც 43 სართულიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"