მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ავტორები 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.
წლის საუკეთესო რომანი ზურაბ ქარუმიძის „UNTERGANG-მოგზაურობა ევროპაში“ გახდა, წლის საუკეთესო პროზაულ კრებულად დათო გორგილაძის „ღმერთი სამსახურშია“ დასახელდა.
საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში ბექა ახალაიას „მტრედების იონამ“ გაიმარჯვა, ნომინაციას საუკეთესო დოკუმენტური პროზა 2 გამარჯვებული ჰყავს. ესენი არიან სალომე ბენიძე და დინა ოგანოვა პროზისთვის SHEROES და ნინო ლომაძე დოკუმენტირი პროზისთვის „ვაშლის ბაღები“.
“Dina Oganova-ს და ჩემი საერთო ფოტოწიგნი #sHEROes დღეს “ლიტერას” გამარჯვებული გახდა. ჩვენთვის, ორივესთვის, ეს მართლაც ღირსების პროექტია, რომელშიც უდიდესი სიყვარული, რესურსი და ენერგია ჩავდეთ. ეს არის ამბავი “სხვა” ომზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ქალებმა გამოიარეს, რომელიც დავიწყებას არ უნდა მისცემოდა და რომლის ფოტოებითა და ტექსტებით მოყოლაც ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.
ჩემი უდიდესი მადლობა დინას, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული მუშაობდა ამ თემაზე. მადლობა მას იმისთვის, რომ ამ ისტორიის თანამონაწილე გამხადა, რომ ეს გრძელი გზა ერთად გამოვიარეთ, იმისთვის, რომ უბრალოდ, საუკეთესოა
განსაკუთრებული მადლობა ჩვენი წიგნის გმირებს – საოცარ ქალებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა” – წერს სალომე ბენიძე თავის ფეისბუკ გვერდზე.
წლის საუკეთესო დებიუტისთვის იაგო თვალაბეიშვილი („ტრანსმუტაცია“) და ნიკა ლაშხია („დონორი“) დაჯილდოვდნენ.
ნომინაციაში წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძემ გაიმარჯვა(„100 წელი -100 ფოტო“).
პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.