LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“თუ უკან მოიხედავთ, დაინახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა“ – National Geographic (+ფოტო)

“თუ უკან მოიხედავთ, დაინახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა“ – National Geographic (+ფოტო)

დაპოსტა 2019/10/22-ში
A A
365
ნახვა
გაზიარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს. „ საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს “-ამ სიტყვებით იწყება რიგით მე-4 სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ.

ტურზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, ეს არის ქვეყანა მდიდარი კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით. აარონ ჰუი სტატიას სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყებს. ჟურნალისტი სვანეთის უძველეს სოფლებს, შუასაუკუნოვან კოშკებს, ველურ ბუნებასა და სვანურ სამზარეულოს აღწერს.

სვანეთის შემდეგ კი National Geographic-ის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ მოუთხრობს. „კავკასიონის მწვერვალებიდან შეგიძლიათ მარტვილის კანიონი იპოვოთ, აქ ნავით მწვანე ფერის წყალში კლდოვან ნაპირებს შორის გაისეირნებთ, ეს ადგილი დაკიდულ ბაღებს ჰგავს. აქ ჩანჩქერები ლურჯ და მწვანე ფერებად ჩამოედინება. სტატიაში National Geographic-ის ჟურნალისტი საქართველოს გურიასაც აღწერს. ჟურნალისტი მკითხველს ჩოხატაურსა და ბახმაროში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს. National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, ქვევრს, 8 ათასწლოვან ისტორიას, მომზადების წესებს.

სტატიის ბოლოს აარონ ჰუი საქართველოს დედაქალაქს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, თბილისი ყოველთვის იყო კულტურის ცენტრი, ეს ქალაქი გამორჩეულია რელიგიების, ეთნიკური ჯგუფების სიმრავლით. ჟურნალისტი აღწერს თბილისის ძველ უბნებს, არქიტექტურასა და ქალაქის ღამის ცხოვრებას. სტატიის ბოლოს კი მკითხველს ურჩევს: „როდესაც საქართველოში ჩახვალთ თავგადასავლებს ელოდეთ, არ იჩქაროთ, აქ მოხვდებით ფესტივალებზე, დააგემოვნებთ ქართულ კერძებს. იყავით მზად, რომ შეიძლება ადგილობრივებმა სიმღერა გასწავლონ. როგორი მორცხვიც არ უნდა იყოთ, მაინც იცეკვეთ, თუ უკან მოიხედავთ, დაინახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა“, – წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.

National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ 5 სტატია გამოქვეყნდება.

თეგები: გურიაკაღუს ჩანჩქერიმარტვილიმოგზაურობასამეგრელოსაქართველოსვანეთიტურიზმი
გაზიარება160

დაკავშირებული -პოსტები

ავარია თბილისში – რა მდგომარეობაა ადგილზე

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ავარია თბილისში – რა მდგომარეობაა ადგილზე
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სანაპიროზე. დაშავებულთა მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. ინციდენტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ირანმა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვა გადადო

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
“ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან” -აიათოლა ალი ხამენეი ტრამპის განცხადებაზე
მთავარი

ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, 3-დღიანი პროცედურა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის გადავადდა.  ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გაიმართება...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი კვლავ იზრდება

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 162 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.09%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს – დეტალები

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება არასრულწლოვან გოგონებს შორის

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგონებმა იჩხუბეს. არსებული, ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე…“ – მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე…“ – მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მეგასკოლა პატარა მოსწავლეს, ანდრია აბუსელიძეს ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ანდრი... არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ… და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ...

დაწვრილებითDetails

მტკვარზე ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა მდინარე მტკვარზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინფორმაციით, კანონდამრღვევები აკრძალული ელექტრო-იარაღით თევზაობდნენ. შედეგად უკანონოდ იყო მოპოვებული 32 კილოგრამზე მეტი თევზი. უწყებისვე ცნობით, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა გარემოსდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მასალები, სისხლის...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება . წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მისამართები სადაც წყალმომარაგება შეჩერებულია: წყალმომარაგების შეწყვეტის...

დაწვრილებითDetails

საყურადღებო ინფორმაცია მშობლებს – სიახლე პირველკლასელებისთვის

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ეს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში
მთავარი

2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას 32 შეტყობინება წარედგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"