
ეროვნული ლიგის ბოლო მატჩს “სამგურალი” “ტორპედოს” წინააღმდეგ გამართავს. მატჩს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი მასპინძლობს. შეხვედრა სტარტს 14:00 საათზე აიღებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ “სამგურალმა” ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ქუთაისის “ტორპედო” კი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და მისი მეტოქე 8 დეკემბერს მარტვილის “მერანი” იქნება.










