
“ბაიერნის” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში მიუნხენური გრანდის დატოვებას აპირებს. პოლონელს მადრიდის “რეალი” იზიდავს ,ფეხბურთელმა თავის აგენტ პინი ზაჰავის დაავალა, რომ “რეალში” შესაძლო ტრანსფერისთვის მაქსიმალური პრიორიტეტი მიენიჭებინა. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა.










