1-ლი დეკემბრიდან რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80,8 დოლარამდე იზრდება.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ ტონა ქერზე გადასახადი 68,3 დოლარამდე გაიზრდება.
ხოლო სიმინდზე ცვლილება შედარებით მცირეა და მასზე გადასახადი 54.3 დოლარის ფარგლებში დარჩება.
რუსულ საექსპორტო ხორბალზე გაზრდილი საექსპორტო გადასახადი 7 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ანალიტიკური ცენტრის “SovEkon”-ის მონაცემებით, რუსული ხორბლის ღირებულება ტონაზე 315,5 აშშ დოლარს შეადგენს.










