
“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 18 წლის განელ ფეხბურთელ ფელიქს აფენა-გიანს პირობა შეუსრულა და 800 ევროს ღირებულების ფეხსაცმელი აჩუქა. ფელიქსმა “რომას” “ჯენოასთან” დუბლით 2:0 მოაგებინა და მატჩის შემდეგ ინტერვიუში მოურინიომ თქვა, რომ მატჩამდე განელს პირობა მისცა – თუ გოლს გაიტანდა ძვირადღირებულ ფეხსაცმელს აჩუქებდა. ჟოზემ სიტყვა შეასრულა.










