“მე მგონი, ორივე კონსილიუმმა შეძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა ჯანდაცვის მინისტრი, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა”, – ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა ექიმმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.
“ეკატერინე ტიკარაძის პოზიციაა, როგორც ექიმისა, რომ ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ შეეცდება… დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.
ექიმების, მინისტრის და მინისტრის მოადგილის აზრი ემთხვევა ერთმანეთს.
გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერც ექიმები წყვეტენ და ვერც ჯანდაცვის სამინისტრო”, – განაცხადა ექიმმა.










