
ვილი სანიოლის შეგირდებმა შვედეთთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ბათუმის სტადიონზე ჩაატარა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 2-0 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, რომელმაც მე-60 და 76-ე წუთებზე იოლად დალაშქრა მოწინააღმდეგე გუნდის კარი.










