
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, “ბარსელონა” ჰოლანდიელი სპეციალისტისთვის დაახლოებით 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს – კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს პრაქტიკულად მთელი ის თანხაა, რომელიც იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ახალი ფეხბურთელების შეძენას უნდა მოხმარებულიყო.
მოგეხსენებათ, კუმანი “ბარსელონას” სათავეში 2020 წლის 19 აგვისტოდან 2021 წლის 27 ოქტომბრამდე ედგა.










