
“არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სინანულით აღნიშნა,რომ “არსენალიდან” უფრო ადრე უნდა წასულიყო.
მთლიანად გავაიგივე საკუთარი თავი კლუბთან და ეს ჩემს შეცდომად იქცა. ჩემი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ზედმეტად მიყვარს ადგილი, სადაც ვიმყოფები. უფრო სწორად, ვიმყოფებოდი. ამას ვნანობ. სხვაგან უნდა მემუშავა”.
“ზოგჯერ ვფიქრობ: რამე გაფუჭდა დაუმარცხებლად დასრულებული სეზონის შემდეგ? 2007 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ხელმძღვანელობაში კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი”.
“მოწყვეტილი ვიყავი კლუბისადმი ერთგულებასა და დევიდ დეინისადმი ერთგულებას შორის. დღემდე ვეკითხები საკუთარ თავს, სწორად მოვიქეცი თუ არა, რადგან იმ მომენტის შემდეგ ცხოვრება შეიცვალა”.










