LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,დღეს , კიდევ ერთი ბრიტანელი ტურისტი გამოასალმეს სიცოცხლეს საქართველოში”

ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს – არასამთავრობოები

დაპოსტა 2021/11/09-ში
A A
62
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ოგანიზაციების ნაწილი მესამე პრეზიდენტის ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.

 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი.

 

მესამე სექტორი მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

 

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებითა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რაც მისი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება და თანმდევი შედეგები, პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მყოფი პირების პროვოცირების რისკებს შეიცავდა.

 

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, გუშინ ღამევე, 8 ნოემბერს მოინახულა. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები ისმოდა. პატიმრისთვის ასეთი გარემოს შექმნას სახალხო დამცველი ღირსების შემლახველად მიიჩნევს. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ სამკურნალო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და არ არის ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილი. სახალხო დამცველი აღნიშნულ საფრთხეებზე რამდენიმე კვირაა საუბრობს.

 

ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მათი ჩართულობითა და სურვილით, კონსილიუმისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფით არის მიღებული.

 

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიმართულებით. მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს:

 

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI);

 

„ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF);

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);

 

„უფლებები საქართველო“ (Rights Georgia);

 

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR).

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

არასრულწლოვანზე სქესობრივი კავშირის იძულება – დაკავებულია ბრალდებულის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აფხაზეთის მე-5 და 24-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ქუთაისში აფხაზეთის მე-5 და 24-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. უწყების ცნობით, შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა
მთავარი

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ. (მისამართი: ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქ.N51) ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში...

დაწვრილებითDetails

შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს… – არ ვიცი, რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია” – ანი მიქაძე-ჩიკვაიძე სოფო ბიბილაშვილს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს… – არ ვიცი, რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია” – ანი მიქაძე-ჩიკვაიძე სოფო ბიბილაშვილს
მთავარი

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას სოფო ბიბილაშვილს მიმართავს და საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს. "როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად...

დაწვრილებითDetails

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით შევიდა...

დაწვრილებითDetails

ადვოკატი – დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“. მისივე თქმით, ვის გადასცა ეს განცხადება, „როგორ და რანაირად, ამას არ აქვს მნიშვნელობა“. „შესული...

დაწვრილებითDetails

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 138 783 პენსიონერი ცხოვრობს, რაც რეგიონის მოსახლეობის – 28.2%-ია

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება – დაჭრილია ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერ­თმა მე­ო­რეს მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მე­ო­რე პირ­მა კი სა­პა­სუ­ხოდ დანა გა­მო­ი­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ბა­თუ­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"