ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე. პრესის სახლის წინ ერთმანეთს სამი, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებით მიმდინარეობს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, შემთხვევის ადგილზე, 15 წუთის შემდეგ მივიდა.










