ძალიან რთული ეპიდვითარებაა ქვეყანაში. ყველა ინდიკატორი არის გაუარესებული, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაპროვოცირებელი ხალხმრავალი შეკრებებია.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მცირე პროგრესი შეინიშნება, თუმცა დღეში 5-6 ათასი აცრა საკამრისი არ არის.
„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს – ჯანმრთელობა დგას ყველაფერზე მაღლა. ეს არის ყველაზე დიდი უფლება უფლებათა შორის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, გავუფრთხილდეთ. ყოველდღიურად 70 გარდაცვლილს გადავაჭარბეთ. 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამ დროს სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ. 35 პროცენტზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დამცველი საშუალებაა. გუშინ ოდნავ მოიმატა, 5 ათასს გადააჭარბა [აცრების რაოდენობამ]. 5 ათასი არაფერია, როცა 20-25 ათასს ვაკეთებდით დღეში, მაგრამ ცოტა გამიხარდა, რომ რაღაც ტენდენცია თითქოს გამოჩნდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.










