LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წარმატებული და ტრაგიკული ცხოვრება – როგორია გელა ჩარკვიანის განვლილი გზა

წარმატებული და ტრაგიკული ცხოვრება – როგორია გელა ჩარკვიანის განვლილი გზა

დაპოსტა 2021/11/09-ში
A A
154
ნახვა
გაზიარება

დღეს, 9 ნოემბერს საქართველომ და მსოფლიომ უნიჭიერესი ადამიანი გელა ჩარკვიანი დაკარგა. ის 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

გელა ჩარკვიანის კარიერა

საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).

 

სიყვარული და გარდაცვლილი მეუღლე

ჩამოვედი თბილისში და ჩავაბარე სამშენებლოზე. 1960 წელს ვითხოვე ცოლი. ნანა თოიძე ქუჩაში გავიცანი, 1959 წელს. ზემელზე მივდიოდი ფეხით. ნანა და მისი მეგობარი ნანდა ნიკოლაიშვილი, მოპირდაპირე მხრიდან მოდიოდნენ, ელბაქიძის დაღმართზე. ნანდას ვიცნობდი. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. საუბრის დროს პროფილში ვხედავდი ნანას სახეს. იმ დღეს კონცერტზე დამპატიჟეს. მერე ერთი-ორჯერ კიდევ ასე, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ისევ კონცერტზე წავედით და ისევ მათ ხარჯზე. ფული არ მქონდა. ერთი თვის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. საღამო ხანი იყო, ნანდა და ნანა სახლში უნდა წასულიყვნენ. როცა ნანა ტროლეიბუსში ჩაჯდა, გავეკიდე და მეც ჩავჯექი, სახლში მივაცილე. ქალები ხომ ეშმაკები არიან. სულ რომ ატომურ ფიზიკაზე ელაპარაკო ქალს, მაინც არ დაიჯერებს ამას. ინსტიტუტში აღარ დავდიოდი, პირდაპირ მასთან ავდიოდი სახლში. დედამისთან ერთად საღამომდე ვიჯექი. ასე თითქმის ორი წელი ვიყავით. პროლეტარული ქორწილი გვქონდა. სხვანაირი ქორწილი ჩვენი ოჯახის წესებში არ შედიოდა. გაკეთდა უბრალო სადილი. მაგიდაზე გვედო სუპი და კატლეტი. „გეპეიში“ მესამე კურსზე ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემს და მამაჩემს გამოვუცხადე, „გეპეიში“ წასვლა აღარ მინდა. უცხო ენათა ინსტიტუტში ვიყავი, გამსინჯეს და მითხრეს, რომ შეუძლიათ, მესამე კურსზე მიმიღონ-მეთქი. ამაზე ოჯახში დიდი ამბები გვქონდა. იმ დროს ჩვენ კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდით. მე და ჩემს ცოლს გაბრაზებულებმა გვითხრეს, წადით აქედანო. ნანას დედას ოროთახიანი ჰქონდა ვაკეში და წავედით კიდეც. მერე, რა თქმა უნდა, შევრიგდით. წასვლით კი წავედით, მაგრამ რით უნდა გვეცხოვრა, ფული არ გვქონდა. მამაჩემი თვეში 80 მანეთს მაძლევდა. მეც რაღაცას ვცდილობდი და ამას ჩემი მუსიკალური ნიჭის წყალობით ვახერხებდი. იმ დროს მოდაში იყო თვითშემოქმედება ქარხნებში. ვიყავი ორი ორკესტრის ხელმძღვანელი – მაუდკამვოლის კომბინატისა და რადიოქარხნის. ორივე დიდუბეში იყო. ტრამვაით მივდიოდი და მოვდიოდი. ტრამვაიში ვწერდი პარტიტურებს. ამაში ფულს მიხდიდნენ. ბევრს არა, ცოტას, მაგრამ ამით ვცხოვრობდი. ამას დედაჩემისა და მამაჩემის მოცემული ფული ემატებოდა. უცხო ენათა ინსტიტუტი ცნობილი იყო თვითშემოქმედებით. მეც ჩამრთეს. მეტი რა მინდოდა? დავიწყე ლექციების გაცდენა. სამაგიეროდ, ზაფხულობით ვმეცადინეობდი ორმაგად.

გელა ჩარკვიანს, მეუღლის, ნანა თოიძის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირდება.გელა ჩარკვიანის ყველა პოსტი განსაკუთრებული და საინტერესოა, თუმცა ნანა თოიძის შესახებ დაწერილი მოგონებები ყველზე მეტი ემოციითა და გრძნობებითაა იყო სავსე, ის ხშირად წერდა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე.</p><p>„2012 წელი არის ჩემი annus horribiles. ექვს აგვისტოს ჩემ თვალწინ გარდაიცვალა ნანა თოიძე, არსება, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე უფრო მიყვარდა და მარად მეყვარება. ადრეც მითქვამს, ნამდვილი სიყვარული არ იკურნება“,- წერდა გელა ჩარკვიანი.

გთავაზობთ გელა ჩარკვიანის წიგნიდან ერთ-ერთ ამონარიდს, რომელშიც დიპლომატი მუსიკოს მეუღლეს, უნებისყოფო დიდ ბავშვად მოიხსენიებს:

„სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს.ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო – ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნდა და არც მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ჰქონოდა. არათუ მომავალი სიკეთეების ხიბლით, სიკვდილის მუქარითაც ვერ ათქმევინებდი უარს მყისიერ სიამოვნებაზე. ოჯახის ბიუჯეტის მართვას თუ ანდობდი, ერთი თვისას ერთ დღეში დაგიხარჯავდა. სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი, დიდად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, მზად იყო ნებისმიერ დროს წასულიყო სტუმრად. დაპატიჟების დრო და თარიღი ერთადერთი რამ იყო, რაც არ ავიწყდებოდა. გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ სამედიცინო ფაქტებისა და დიდაქტიკური სისულეების გამო, უხვად რომ ვახვევდი თავს იმ იმედით, რომ წევას მოეშვებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ნანა ამას ვერასდროს შეძლებდა. ინტელექტუალურ საუბრებს გაურბოდა. მისტიკური ბუნების უტყუარი ინტუიციით იკვლევდა გზას. ყოველ წამს იცოდა, რას ფიქრობდი. შეუმცდარად განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს. სიტყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდომს, შეეძლო სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შეძლებდა და ვერც მე შევძელი ორმოცდათოთხმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად.იქნებ მისი ჭეშმარიტი რაობის მიუწვდომლობა ასაზრდოებდა და დღენიადაგ განაახლებდა ჩემს სიყვარულს. ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა“, – წერდა გელა ჩარკვიანი.

გარდაცვლილი შვილი

გელა ჩარკვიანი შვილის სიკვდილის მომსწრეც გახდა. ირაკლი ჩარკვიანი „მეფე“ 45 წლის ასაკში, 2006 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.„კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა, დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე – ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვაობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი?…მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა,” – იხსენებდა გელა ჩარკვიანი.

გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ” – ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2022 წელს ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რამაც ხელი შეუშალა ახალი ინიციატივების განხორციელებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ...

დაწვრილებითDetails

” ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში” – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
” ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში” – ლაშა ფარულავა
მთავარი

გზაში გავიგე, რომ გლდანის ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს ვატო და მისი ბრიგადა ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს დაკავება დადგმული იყო და სინამდვილეში ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში. ადვოკატი საუბრობს, რომ ფეიქრიშვილებს კრიპტო საფულის კოდებს...

დაწვრილებითDetails

“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა
მთავარი

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები ამ დროისთვის კვლავ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა განუცხადა. დედა შვილების „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვს....

დაწვრილებითDetails

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის შემდეგ, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
მთავარი

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გოგა ფეიქრიშვილების ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, გოგა ფეიქრიშვილმა წუხელ ვენები გადაიჭრა. როგორც მან „ფორმულასთან“ განაცხადა, გოგა ფეიქრიშვილს სურდა „ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, რომელსაც დაზიანებები მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)...

დაწვრილებითDetails

“მდინარაძეს ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის … უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა…შეცდომას ყველა უშვებს”-კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება...

დაწვრილებითDetails

” მათი დღეები დათვლილია!”- ირაკლი კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების...

დაწვრილებითDetails

“სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში ერთი და იგივეა, ხარისხია განსხვავებული” – კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება, რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში არის ერთი და იგივე, ხარისხი არის განსხვავებული. რუსეთთან უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ ოკუპაციის შესახებ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. ანალოგიურად ევროპულ სტრუქტურებსაც უნდა ვესაუბროთ, -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"