გადაიყვანეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია, ამ წუთებში, იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს.
მოთხოვნათა შორის არის იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრაც.
ცოტა ხნის წინ მცირე დაძაბულობაც იყო. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობიდან, იუსტიციის სამინისტროში შესვლა სცადეს და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. იყო მცირედი სიტყვიერი შელაპარაკებაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, თუმცა ინციდენტი მალევე განიმუხტა.










