“რომელ გატაცებაზეა საუბარი და, საერთოდ, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დებენ, რათა ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს სათანადო დონეზე დაცული.
ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ ეს დესტრუქციული ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევის განხორციელებას.
მათ არ ესმით არც სიმშვიდე, არც მშვიდი ენა და დროა, შეეგუონ იმას, რომ არსებობს კანონი, რომელსაც სჭირდება დაცვა, და რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, დროა, გადმოიტანონ სამართლებრივი მსჯელობა ქაღალდით და კალმით და არა რევოლუციური მოწოდებებით”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.










