პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აცრა კორონავირუსით ინფიცირებისგან 100 პროცენტით არ იცავს, თუმცა ვაქცინაცირებულ ადამიანს ინფიცირების შემთხვევაში რეანიმაციაში მოხვედრისა და გარდაცვალების რისკი მნიშვნელოვნად უმცირდება.
„ვაქცინაცია არ ნიშნავს ინფექციის არმიღებას. ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, ჩვეულებრივად იყოს ინფექციის გადამტანი, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ვაქცინის სიკეთეა, ეს არის, რომ ვაქცინირებული პაციენტების 95%-ს ინტენსიური რეანიმაციული მეთვალყურეობა არ სჭირდება. ძალიან ბევრი ვაქცინირებული ინფიცირებული გამიტარებია, მაგრამ რაც მინახავს, ვაქცინირებულებში ფილტვის ქსოვილი ნაკლებად ზიანდება და გამოჯანმრთელება უფრო მოკლე დროში დგება. სწორედ ეს არის ვაქცინის სასიკეთო ეფექტი“, – განაცხადა რატიანმა.










