სააკორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, დღეიდან ვაქცინირებული პენსიონერები 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.










