
პრემიერ ლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოუგო.
შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და „ქალაქელების“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა. „სიტიმ“ 23 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე იმყოფება, „იუნაიტედი“ კი 17 ქულით მე-5 პოზიციაზეა.










