
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის სხვა გუნდში გადასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. პოლონელი ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტებად მოიაზრებიან მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი”, ცოტა ხნის წინ კი მსურველთა რიცხვს “ლივერპულიც” დაემატა. ლევანდოვსკის კონტრაქტი მიუნხენის “ბაიერნთან” 2023 წლამდე აკავშირებს და მის გახანგრძლივებას არც ჩქარობს.










