
მადრიდის “რეალი” სეზონის ბოლოს იმ ფეხბუთელებს დაემშვიდობება, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება. 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან: მარსელო, ისკო და გარეტ ბეილი. ერთი წლის შემდეგ ხელშეკრულება ეწურება ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩსაც, მაგრამ “რეალი” მასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას გეგმავს.










