
“მენატრება თუ არა ბარსელონა? სიმართლე გითხრათ კი, თანაც ძალიან. მე ხომ დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე ვთამაშობდი და ვცხოვრობდი. ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერი იყო.
წლების მანძილზე ერთი განრიგი, ერთი გასახდელი, ერთი სავარჯიშო ცენტრი – კატალონია უბრალოდ ზეპირად ვიცოდი. პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლით ყველაფერი შეიცვალა.
ახლა სხვა ცხოვრება მაქვს, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ აქ მე და ჩემი ოჯახის წევრები ბედნიერები არ ვართ”,განაცხადა აწ უკვე “პსჟ”-ს შემტევმა, ლეო მესიმ Sport-თან საუბარში.










