
პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ტოტენჰემი“ გაანადგურა. შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. „წითელი ეშმაკების“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყდა, გუნდმა 17 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, „ტოტენჰემი“ კი 15 ქულით მერვე პოზიციაზეა.










